воскресенье, 10 июля 2016 г.

                                                ტრენინგის მეცხრე დღე
         10 ივლისს, ვიმუშავეთ ფასილიტაციის კითხვარზე.  კითხვარი განვათავსეთ ბლოგზე. ვისწავლეთ ფასილიტაციის კითხვარის ფორმის შედგენა.
ვისწავლეთ ბლოგის  დიზაინის შეცვლა. ჩვენს ბლოგზე გვარდების შექმნა. ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი დღე იყო.
მინდა აღვნიშნო, რომ  ჩატარებული ტრენინგების  შედეგად შევიძინე მეტად საჭირო ცოდნა იმისათვის, რომ  შემდგომში გავამრავალფეროვნო და მიმზიდველი გავხადო სასწავლო პროცესი- როგორც გაკვეთილები, ასევე კლასგარეშე და სკოლისგარეშე აქტივობები.  ვიმუშაო იმისათვის , რომ  ღირსეულად პასუხობდნენ ჩვენი მოსწავლეები თანამედროვე გამოწვევებს.  სასწავლო პროცესში, პროექტებში  მუდმივი ჩართულობით განუვითარდეთ და დახვეწონ  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რომლის გარეშე შეუძლებელია წინსვლა.
       უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ მაია ჯოხაძეს გაწეული სამუშაოსათვის.

       პატივისცემით, ლია გოგილაშვილი.

суббота, 9 июля 2016 г.





                                         ტრენინგის მერვე  დღე
      დღეს, 9 ივლისს, დავასრულეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმის შევსებაზე.  განვათავსეთ შესაბამისი მასალა და  ინფორმაცია. განვიხილეთ თემა „სასწავლო პროექტისათვის საჭირო რესურსები“,   ავტვირთეთ დრაივში საჭირო მასალები.
      ასევე ფასილიტაციის კითხვარი.  სასწავლო პროექტის  არჩეული თემიდან გამომდინარე შევადგინეთ ზოგადი და კონკრეტული კითხვები, რომლებსაც დავსვამთ მოსწავლეებთან მთელი პროექტის განმავლობაში, პერიოდულად. 
    ტრენინგი, როგორც ყოველთვის, ახალ და საინტერესო ინფორმაციას და ცოდნას გვაწვდის.

              პატივისცემით,  ლია გოგილაშვილი.
                                     ტრენინგის მეშვიდე  დღე
           დღეს, 8 ივლისს,  წარმოვადგინეთ დავალება:  შეფასების  რუბრიკები- რუბრიკების ნიმუშების გამოყენებით, ასევე საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით. შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმა. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება.  ავტვირთეთ ნამუშევრები „დრაივში“.
       შევქმენით ფასილიტაციის კითხვარი.
სამუშაო მეტად საინტერესოა იმდენად, რომ ვერ ვგრძნობთ დროის გასვლას. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ტრენერს, მაია ჯოხაძეს.  მისი დამსახურებაა მასწავლებლების მაღალი მოტივაცია და დაინტერესება ინტელის ტრენინგებით. პედაგოგებისთვის  სრულიად ნათელი გახდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თანამეროვე ტექნოლოგიების კარგად ფლობას და რამდენად გააუმჯობესებს ასეთი პროექტების განხორციელება   სკოლაში  სწავლის ხარისხს.


ლია გოგილაშვილი.

воскресенье, 3 июля 2016 г.

მეექვსე დღის რეფლექსია.
  დღეს ტრენერმა მაიკო ჯოხაძემ მოგვცა რჩევები და მითითებები შესრულებული საშინაო დავალების ირგვლივ: უნდა აღგვეწერა  ჩვენს მიერ მომზადებული პროექტის მსვლელობა, თუ რა აქტივობებს და საქმიანობებს განახორციელებენ ჩვენი მოსწავლეები და  თავად ჩვენ, მასწავლებლები პროექტის განმავლობაში.
შემდეგი შეხვედრისათვის უნდა წარმოვადგინოთ პრეზენტაცია ერთ-ერთი მოსწავლის დავალების მიხედვით, რომელსაც იგი თვითონ მოამზადებდა შეძენილი გამოცდილებისა და თავადვე მოძიებული მასალების მოხედვით. ასევე უნდა წარმოვადგინოთ შეფასების სქემები, რომლებსაც გამოვიყენებთ სხავასახვა სახის დავალებებისა თუ აქტივობების, პრეზენტაციების შესაფასებლად.
   მაიკო ჯოხაძე ძალზე ტაქტიანად და  გასაგებად ხსნის პედაგოგებისთვის გაურკვეველ საკითხებს. მუშაობა მიმდინარეობს კეთილგანწყობილი და ურთიერთთანამშრომლური დამოკიდებულებების ფონზე.  
 პატივისცემით,  ლია გოგოლაშვილი

суббота, 2 июля 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია.

  • დღევანდელი სამუშაო საკმაოდ ბევრის მომცველი და საინტერესო იყო.
  • გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.
  • ნაწილობრივ შევავსეთ პროექტის გეგმა.
  • ვისწავლეთ დრაივში ნამუშევრების გადატანა.
  • ბლოგში სხვისი ნამუშევრის შეფასება, კომენტარი. სამწუხაროა, რომ პერიოდულად ითიშებოდა დენი.
  • გავეცანი ჩემთვის ბევრ საჭირო სიახლეს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

         უღრმესი მადლობა ქალბატონ მაიკო ჯოხაძეს გაწეული სამუშაოსათვის!

         პატივისცემით, ლია გ.  

შეფასების დროის ჩარჩო

პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
პროექტის დასაწყისში ფრონტალური გამოკითხვის მეთოდით (ზოგადი , თემატური და შინაარსობრივი კითხვები) ვადგენ მოსწავლეთა ცოდნას, წარმოდგენებს, უნარ-ჩვევებს გამსახილველი თემის ირგვლივ.
ამ მეთოდით მოსწავლეთა წინარე ცოდნის შესაფასებლად გამოვიყენებ ინსრტუმენტს (KWHL) ვიცი, მინდა ვიცოდე,როგორ ვისწავლე, რა ვისწავლე. ამ ცხრილის სახით მოცემულ ინსტრუმენტს გამოვიყენებ პროექტის განმავლობაში, რომელსაც მოსწავლეები ეტაპობრივად შეავსებენ და მიიღბენ განმავითარებელ შეფასებას.
პროექტის მსვლელობისას
პროექტის მსვლელობისას მოსწავლეთა მიერ გაწეული სამუშაოების შესაფასებლად ისინი უპასუხებენ კითხვებს(გონებრივი იერიში).
ჯგუფის მიერ  პროგრამა PowerPoint-ში შესრულებული პრეზენტაციების ურთიერთშეფასება.
ინტერნეტში მოძიებული მასალის გამოყენებით მოსწავლე წერს ესეს ინდივიდუალურად.


ჯგუფში ნამუშევარს , პრეზენტაციას, ესეებს მოსწავლეები ეცნობიან და წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით აფასებენ ერთმანეთს.
ვაწარმოებ მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებების მონიტორინგს და რეგულარულად ვაკეთებ განმავითარებელ შეფასებას.
ინდივიდუალურად დაწერილ ესებს ვამოწმებ განმსაზღვრელი შეფასების სქემით, რომელიც  მოსწავლებთან ერთად იქნა შედგენილი წინასწარ.
პროექტის დასრულების შემდეგ
ინტერაქტიული გამოკითხვის მეთოდით.
პროექტის განმავლობაში შესწავლილი გრამატიკული კონსტრუქციების ზეპიმეტყველებაში გამოყენების შესამოწმებლად ნამუშევრის ზეპირი წარმოდგენა
(KWHL) ვიცი, მინდა ვიცოდე,როგორ ვისწავლე, რა ვისწავლე.
 ზეპირი პრეზენტაციისთვის გამნსაზღვრელი შეფასების ცხრილი
ჩემს მიერ წარმოებული შეფასების დღიურის გაცნობა.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა
რა არის ემოცია?
თემატური კითხვები
როგორ გესმით სიტყვა „გულმოწყალება“?
რა შედის ადამიანის ზნეობრივ მოვალეობებში?

რა არის ვივისექცია?
აქვთ თუ არაცხოველებს გრძნობები?

შინაარსობრივი კითხვები
გაიხსსენეთ რომელიმე ისტორია თქვენი ან სხვისი ცხოვრებიდან ადამიანისა და ძაღლის მეგობრული დამოკიდებულებისა.

ცუდი ისტორია, რომელმაც გული დაგწყვიტათ.
გაიხსენეთ ცნობილი ადამიანები, რომელნიც ცხოველებისადმი გულმოწყალებით გამოირჩეოდნენ .
რომელი მხატვრული ნაწარმოებები იცით ადამიანისადმი ცხოველების ერთგულების  შესახებ?

пятница, 1 июля 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია


დღეს, 1 ივნისს, მეოთხე შეხვედრაზე  შევავსეთ შეფასების გეგმის შაბლონი  შეფასების  დროის ჩარჩოს ჩათვლით.

დღევანდელი დღე ნამდვილად ბევრის მომცემი იყო.
გმადლობთ.
პატივისცემით, ლია გოგილშვილი.